წესები და პირობები

SCRUBS.GE არის ი/მ ნინო მანველიძე (61801096376) - ონლაინ მაღაზია რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე ვებ გვერდის www.scrubs.ge საშუალებით შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია და მიიღოს მომსახურება. საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილზე არსებული ნივთები ან გააფორმოთ წინასწარი შეკვეთა ნივთებზე, რომლის შეძენაც გსურთ. საიტზე ფასები მითიტებულის ლარში. თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო კალათში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ ვებ გვერდზე სხვა დარეგისტრირებული ან/და სოციალური ქსელიდან (instagram, Fb-messanger) მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს scrubs.ge - იდან, ამიტომ გირჩევთ დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია. ნივთის კალათაში მოთავსება არ ნიშნავს ნივთის დარეზერვებას იმ შემთხვევაში, თუ ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია არასწორია რაც გამოწვეულია ტექნიკური ან სისტემური შეცდომით, სქრაბს უფლება აქვს ამ შემთხვევაში უარი თქვას შეკვეთაზე ან შეაჩეროს შეკვეთა. ეს უფლება ძალაშია მაშინაც, როცა გადახდა უკვე განხორციელებულია. სამუშაო საათები: სქრაბსი არის ონლაინ მაღაზია, ამ ეტაპზე შოურუმი არ გვაქ. საიტიდან პროდუქციის ონლაინ შეძენა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, მათ შორის დღესასწაულებზე, 24 საათის განმავლობაში. მოგვწერეთ ნებისმიერი კითხვა და ჩვენ მალევე გიპასუხებთ.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მომხმარებლის მიერ scrubs.ge-ს ინტერნეტ-მაღაზიის საიტის გამოყენება ნიშნავს თანხმობას წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და მომხმარებელთა იმ პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებთან. კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესების თანახმად, საიტის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს იმ პერსონალური მონაცემების დაცვა, რომლებსაც მომხმარებელი მიუთითებს საიტზე რეგისტრაციის ან/და შეკვეთის გაფორმების პროცესში (“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად). ეს მონაცემებია: მომხმარებლის სახელი და გვარი; მომხმარებლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი; მომხმარებლის ელექტრონული ფოსტა; მომხმარებლის/შეკვეთის მიწოდების მისამართი; საიტის ადმინისტრაციის ვალდებულების საპასუხოდ, მომხმარებელი თავის მხრივ ვალდებულია მოაწოდოს საიტის ადმინისტრაციას უტყუარი და ზუსტი პერსონალური მონაცემები. მომხმარებელი, რომელიც არ ეთანხმება წინამდებარე პოლიტიკის წესებსა და პირობებს, უნდა შეწყვიტოს საიტით სარგებლობა. დამატებითი პირობები საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს პერიოდულად განაახლოს ან/და შეცვალოს კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესები და პირობები მომხმარებლებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. განახლებული ვარიანტი ამოქმედდება ინტერნეტ მაღაზიის სატზე განთავსების მომენტიდან. შესაბამისად, მოგიწოდებთ რეგულარულად გაეცნოთ საიტზე განთავსებულ ინფორმაციას.

მიწოდების პირობები

მიწოდების ფასები: ბათუმი - უფასოა თბილისში და რეგიონები— 10 ლარი
შეკვეთების გაგზავნა ხდება ორშაბათიდან - პარასკევამდე 18:00-მდე, შაბათს 13:00-მდე, ამ დროის შემდეგ განთავსებული შეკვეთები დამუშავებული და გაგზავნილი იქნება შემდეგ სამუშაო დღეს. თუ ნივთი შეძენილია წინასწარი შეკვეთით, 3-4 კვირა სჭირდება ამერიკიდან ტრანსპორტირებას. დამატებით ცვლილებებზე დაგიკავშირდებით. თუ ნივთი იგვიანებს - დაგიკავშირდებით. ნაქარგის შესრულების ვადაა 1-3 სამუშაო დღე. საქართველოს მასშტაბით ტრასპორტირების ვადებია 2-4 სამუშაო დღე.

თანხის დაბრუნების პირობები

თანხის დაბრუნება შესაძლოა, თუ თქვენსმიერ დაბრუნებული ნივთი არის ჩაუცმელი და/ან ნაქარგის გარეშე. თანხა დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ მითითებულ ანგარიშზე 3 სამუშაო დრის განმავლობაში.

დაგვიკავშირდით

595 150 616 E-mail: scrubs.ge@gmail.com Instagram: scrubs.ge Facebook: SCRUBS სქრაბსი საიტის სამუშაო საათებია 24/7