მომხმარებლის წესები და პირობები

⁠ინფორმაცია კომპანიის შესახებ

SCRUBS.GE  არის  ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე ვებ-გვერდის www.scrubs.ge საშუალებით შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია და მიიღოს მომსახურება.

ვებ-საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილზე არსებული ნივთები ან გააფორმოთ წინასწარი შეკვეთა ნივთებზე, რომელთა შეძენაც გსურთ.

საიტზე ფასები მითითებულია ლარში.

თქვენ მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო კალათში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ ვებ-საიტზე სხვა დარეგისტრირებული ან/და სოციალური ქსელიდან (Instagram, Facebook) მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს SCRUBS.GE - იდან, ამიტომ, გირჩევთ, დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია.

ნივთის კალათაში მოთავსება არ ნიშნავს მის დარეზერვებას.

იმ შემთხვევაში, თუ ვებ-საიტზე განთავსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია არასწორია, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური ან სისტემური შეცდომით, „სქრაბსს” უფლება აქვს, უარი თქვას შეკვეთაზე ან შეაჩეროს შეკვეთა. ეს უფლება ძალაშია მაშინაც, როცა გადახდა უკვე განხორციელებულია.

 

⁠ ⁠წესები და პირობები:

მომხმარებლის მიერ SCRUBS.GE - ის ინტერნეტ-მაღაზიის საიტის გამოყენება

ნიშნავს თანხმობას წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და

მომხმარებელთა იმ პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებთან.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესების თანახმად, საიტის ადმინისტრაცია

ვალდებულია უზრუნველყოს იმ პერსონალური მონაცემების დაცვა, რომლებსაც

მომხმარებელი მიუთითებს საიტზე რეგისტრაციის ან/და შეკვეთის გაფორმების

პროცესში („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის

თანახმად). ეს მონაცემებია:

•⁠  ⁠მომხმარებლის სახელი და გვარი;

•⁠  ⁠მომხმარებლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

•⁠  ⁠მომხმარებლის ელექტრონული ფოსტა;

•⁠  ⁠მომხმარებლის/შეკვეთის მიწოდების მისამართი;

საიტის ადმინისტრაციის ვალდებულების საპასუხოდ, მომხმარებელი, თავის

მხრივ, ვალდებულია, მიაწოდოს საიტის ადმინისტრაციას უტყუარი და ზუსტი

პერსონალური მონაცემები.

მომხმარებელმა, რომელიც არ ეთანხმება წინამდებარე პოლიტიკის წესებსა და

პირობებს, უნდა შეწყვიტოს საიტით სარგებლობა.


დამატებითი პირობები:

ვებ-საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს პერიოდულად განაახლოს ან/და

შეცვალოს კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესები და პირობები

მომხმარებლებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. განახლებული ვარიანტი

ამოქმედდება ინტერნეტ მაღაზიის ვებ-საიტზე განთავსების მომენტიდან.

შესაბამისად, მოგიწოდებთ რეგულარულად გაეცნოთ საიტზე განთავსებულ

ინფორმაციას.

თქვენი ნდობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია!