პერსონალიზაცია და კორპორატიული შეკვეთა
Share
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩვენი ქარგვის სერვისი, რომლითაც უკვე 500-ზე მეტმა ინდივიდუალურმა ექიმმა, ექთანმა და სტუდენტმა ისარგებლა.
სქრაბსი ასევე უზრუნველყოფს კორპორატიულ ბრენდირებას – 10-ზე მეტი კლინიკისთვის განხორციელდა შემდეგი სერვისი — ერთიანი ფერის დრესკოდი და ნაქარგი დეტალები. ეს ყველაფერი ქმნის პროფესიონალურ, პრეზენტაბელურ და ორგანულად მორგებულ გარემოს სამედიცინო დაწესებულებაში.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ვიზრუნოთ თქვენი პერსონალის ჩაცმულობაზე, ამიტომ მონაწილეობას ვიღებთ ფორმების, ხალათებისა და ნაქარგების არჩევაში, გაძლევთ რეკომენდაციას ზომების ცხრილითა თუ ნაქარგის ფერისა და ფონტის, ნაქარგის ადგილმდებარეობის შესახებ და ა.შ. ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენი პერსონალის პრეზენტაბელურ და პროფესიონალურ იმიჯზე.
სახელის, გვარის, პოზიციის, ლოგოს ან საყვარელი ციტატით სამედიცინო ფორმის პერსონალიზაცია ექიმებს აძლევს საშუალებას გამოხატონ ინდივიდუალიზმი, პროფესიონალიზმი და თავიანთი უნიკალური იმიჯი.