კომფორტი, სტილი და პროფესიონალიზმი ექიმებისთვის
Share
სქრაბსი 2023 წელს შემოვიდა საქართველოს სამედიცინო ბაზარზე და ძალიან მოკლე დროში შეძლო ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ნდობისა და ინტერესის მოპოვება.
ბრენდის დამფუძნებელი, ნინო მანველიძე — პედიატრი, რომელმაც საკუთარი პროფესიული გამოცდილება რეალურ საჭიროებად აქცია. დეკრეტში ყოფნის პერიოდშიც არ დატოვა სამედიცინო სფერო. პირიქით, სწორედ ამ დროს დაინახა ყველაზე მკაფიოდ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ სამედიცინო ფორმას ექიმების ყოველდღიურობაში.
ამ ხედვიდან შეიქმნა სქრაბსი — ბრენდი, რომელიც ექიმებს სთავაზობს არა უბრალოდ სამედიცინო ფორმასა და სამედიცინო ხალათს, არამედ კომფორტის, სტილისა და ხარისხის იმ ბალანსს, რომელიც რეალურად პასუხობს მათ ყოველდღიურ გამოწვევებს. ამასთან, ჩვენი მიზანია მათი დროის დაზოგვაც, რადგან ფიზიკურ შოპინგს ხშირად დიდი დრო მიაქვს, ამიტომ ‘’სქრაბსის’’ სერვისი ექიმებს სთავაზობს მარტივ და კომფორტულ საშუალებას, იშოპინგონ ნებისმიერი ადგილიდან და მიიღონ ამანათი იქ, სადაც მათ სურთ.
დღეს სქრაბსი წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ფორმებს, სამედიცინო ხალათებსა და აქსესუარებს, რომლებიც მორგებულია ყოველდღიურ სამუშაო საჭიროებებზე.
ჩვენი ბრენდი ცნობილია, როგორც პრემიუმ ხარისხის სამედიცინო ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია, რომელიც აერთიანებს კომფორტს, სტილსა და თანამედროვე დიზაინს.
სქრაბსი უფრო მეტია, ვიდრე სამედიცინო ფორმა
ჩვენი სამედიცინო ფორმა და სამედიცინო ხალათი არ არის მხოლოდ სამუშაო ტანსაცმელი, ეს არის პროფესიონალიზმის, იმიჯისა და თავდაჯერებულობის მნიშვნელოვანი ნაწილი. სქრაბსი მორგებულია ექიმებზე, ექთნებსა და სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ ყოველდღიურად გამოიყურებოდნენ პროფესიონალურად, ეცვათ კომფორტული და ხარისხიანი სამოსი.