ახალი წელი მოდის

მოამზადე შენი საჩუქარი ახლა!

დაიწყეთ შოპინგი

მიწოდებისა და დაბრუნება/გადაცვლის პირობები

მიწოდების პირობები და ვადები

მიწოდების ღირებულება:

მთელი საქართველოს მასშტაბით — 10 ლარი

მიწოდების ვადები:

კვირას განთავსებული შეკვეთების დამუშავება დაიწყება ორშაბათს;

ბათუმი — 1 სამუშაო დღე

თბილისი — 2-3 სამუშაო დღე

რეგიონები — 2-5 სამუშაო დღე

შეკვეთების გაგზავნა ხდება ორშაბათიდან - პარასკევს — 16:00-მდე, შაბათს — 13:00-მდე, ამ დროის შემდეგ განთავსებული შეკვეთები დამუშავებული და გაგზავნილი იქნება შემდგომ სამუშაო დღეს.

თუ ნივთი შეძენილია წინასწარი შეკვეთით, 3-5 კვირა სჭირდება აშშ-იდან ტრანსპორტირებას. დამატებით ცვლილებებზე — დაგიკავშირდებით. თუკი ნივთი იგვიანებს — დაგიკავშირდებით.

დაბრუნება და გადაცვლა

•⁠  ⁠თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს თანხის დაბრუნება ან ნივთის შეცვლა;

•⁠  ⁠ნაკლიანი ნივთის გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლოა მიწოდებიდან 14 დღის ვადაში;

•⁠  ⁠პერსონალიზირებული (ნაქარგიანი) ნივთების დაბრუნება შეუძლებელია

თანხის დაბრუნება

თანხის დაბრუნება შესაძლოა, თუ:

  •  თქვენ მიერ დაბრუნებული ნივთი არის ჩაუცმელი და/ან ნაქარგის გარეშე. 

თანხა დაგიბრუნდებათ თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

ელეგანტური პროფესიონალიზმი

გამოხატეთ თქვენი სტილი — აირჩიეთ ფერები და დიზაინი ჩვენი ფართო არჩევანიდან.
მოახერხეთ ფორმის პერსონალიზება სახელით ან ლოგოთი, რათა შექმნათ ელეგანტური და პროფესიონალური იერი.
ჩვენი ქარგვის გუნდი ყოველთვის მზადაა თქვენთვის მომსახურეობის გაწევისათვის!

აირჩიეთ თქვენი სტილი

ჩვენ შესახებ

აღმოაჩინეთ პრაქტიკულობისა და სტილის საუკეთესო ნაზავი SCRUBS.GE-სთან ერთად. ჩვენ გთავაზობთ პრემიუმ კლასის სამედიცინო ფორმებსა და მაღალი ხარისხის სტეტოსკოპებს, რომლებიც შექმნილია თანამედროვე ჯანდაცვის სპეციალისტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი ერთგულება სრულყოფილებისადმი უზრუნველყოფს, რომ თქვენ მიიღებთ მხოლოდ ნამდვილ, ავთენტურ პროდუქტებს.

ჩვენი ნივთები, რომლებიც პირდაპირ აშშ-იდან არის შეძენილი, შეიძლება პერსონალიზდეს თქვენი უნიკალური სტილისა და პრეფერენციების შესაბამისად, იქნება ეს ფორმა თუ სტეტოსკოპი.

გამოირჩიეთ თავი SCRUBS.GE-სთან ერთად! გაგვიზიარეთ თქვენი კონკრეტული საჭიროებები და ჩვენ სიამოვნებითა და პროფესიონალიზმით თქვენს ხედვას რეალობად ვაქცევთ.

ჩვენ ყოველთვის ღია ვართ თანამშრომლობისთვის. თუ გსურთ პროფესიონალური იმიჯის შექმნა და პაციენტის ნდობის მოპოვება, ჩვენ გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ხელმისაწვდომ ვარიანტების ფართო არჩევანს.

თქვენი კომფორტი ჩვენი პრიორიტეტია.

დაგვიკავშირდი

მომხმარებლის წესები და პირობები

⁠ინფორმაცია კომპანიის შესახებ

SCRUBS.GE  არის  ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე ვებ-გვერდის www.scrubs.ge საშუალებით შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია და მიიღოს მომსახურება.

ვებ-საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილზე არსებული ნივთები ან გააფორმოთ წინასწარი შეკვეთა ნივთებზე, რომელთა შეძენაც გსურთ.

საიტზე ფასები მითითებულია ლარში.

თქვენ მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო კალათში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ ვებ-საიტზე სხვა დარეგისტრირებული ან/და სოციალური ქსელიდან (Instagram, Facebook) მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს SCRUBS.GE - იდან, ამიტომ, გირჩევთ, დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია.

ნივთის კალათაში მოთავსება არ ნიშნავს მის დარეზერვებას.

იმ შემთხვევაში, თუ ვებ-საიტზე განთავსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია არასწორია, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური ან სისტემური შეცდომით, „სქრაბსს” უფლება აქვს, უარი თქვას შეკვეთაზე ან შეაჩეროს შეკვეთა. ეს უფლება ძალაშია მაშინაც, როცა გადახდა უკვე განხორციელებულია.

 

⁠ ⁠წესები და პირობები:

მომხმარებლის მიერ SCRUBS.GE - ის ინტერნეტ-მაღაზიის საიტის გამოყენება

ნიშნავს თანხმობას წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და

მომხმარებელთა იმ პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებთან.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესების თანახმად, საიტის ადმინისტრაცია

ვალდებულია უზრუნველყოს იმ პერსონალური მონაცემების დაცვა, რომლებსაც

მომხმარებელი მიუთითებს საიტზე რეგისტრაციის ან/და შეკვეთის გაფორმების

პროცესში („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის

თანახმად). ეს მონაცემებია:

•⁠  ⁠მომხმარებლის სახელი და გვარი;

•⁠  ⁠მომხმარებლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

•⁠  ⁠მომხმარებლის ელექტრონული ფოსტა;

•⁠  ⁠მომხმარებლის/შეკვეთის მიწოდების მისამართი;

საიტის ადმინისტრაციის ვალდებულების საპასუხოდ, მომხმარებელი, თავის

მხრივ, ვალდებულია, მიაწოდოს საიტის ადმინისტრაციას უტყუარი და ზუსტი

პერსონალური მონაცემები.

მომხმარებელმა, რომელიც არ ეთანხმება წინამდებარე პოლიტიკის წესებსა და

პირობებს, უნდა შეწყვიტოს საიტით სარგებლობა.


დამატებითი პირობები:

ვებ-საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს პერიოდულად განაახლოს ან/და

შეცვალოს კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესები და პირობები

მომხმარებლებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. განახლებული ვარიანტი

ამოქმედდება ინტერნეტ მაღაზიის ვებ-საიტზე განთავსების მომენტიდან.

შესაბამისად, მოგიწოდებთ რეგულარულად გაეცნოთ საიტზე განთავსებულ

ინფორმაციას.

თქვენი ნდობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია!